21 ივნისი 2026,   14:05
ვრცლად
"არ არსებობს უფრო მაღალი მორალური, ადამიანური ვალდებულება, ვიდრე ჩვენი შვილების სახლში დაბრუნებაა" - ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მძევლების ქვეყანაში დაბრუნება ყველაზე ღირებული რამ არის.

"როგორც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი, მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ეს მართებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ არსებობს უფრო მაღალი მორალური, ადამიანური ვალდებულება, ვიდრე ჩვენი შვილების სახლში დაბრუნებაა. ჩვენი დებისა და ძმების დაბრუნებაზე ვოცნებობთ. არავითარი ილუზია არ უნდა არსებობდეს, როდესაც ეს შეთანხმება ხელმოწერილი და რეალიზებული იქნება, რომ ის არ მოიტანს მძიმე მტკივნეულ რთულ და მტანჯველ მომენტებს", - აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

თითქმის 500-დღიანი ომის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში შეთანხმება მიღწეულია - "ჰამასი" მზად არის, ისრაელს 33 მძევალი გადასცეს, სანაცვლოდ კი, ისრაელი პირობას დებს, რომ გაათავისუფლებს პალესტინელ პატიმრებს.

6-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა, 600 მანქანა ჰუმანიტარული ტვირთით და ისრაელის სამხედრო ძალების ანკლავიდან ეტაპობრივად გაყვანა - სამეტაპიანი შეთანხმებიდან, აღნიშნული პუნქტების გარდა, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მძევლებია. თითოეული მშვიდობიანი მძევლის სანაცვლოდ, "ჰამასი" მიიღებს 30 მსჯავრდადებულს, ხოლო თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის - 50 პატიმარს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დრომდე არ კონკრეტდება გასათავისუფლებელი მძევლები ცოცხლები არიან, თუ ლაპარაკია ცხედრების გადაცემაზე.

 

 

დღის ამბები