27 აგვისტო 2026,   17:06
ვრცლად
ოპოზიციაში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას აფასებენ

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ოპოზიციაში აფასებენ და ამბობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, თუმცა არც ისეთი მკაცრი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მისამართით:

"ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა შეერთებული შტატების მხრიდან, ეს სანქციის ყველაზე მკაცრი ზომა არ არის, რომელიც შესაძლებელია მიღებული იყოს, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს სივრცეს უტოვებენ გაითავისოს, თუ რას ნიშნავს შეერთებული შტატების სანქციები, თუნდაც, ეს ლიმიტირებული, მაგრამ მას რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები,

პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანმა სახელმწიფომ უარი თქვა "ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაზე. ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქადის ჩვენს ეკონომიკას,"- აცხადებს ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

სანქციებზე გადაწყვეტილება სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გამოაქვეყნა, რასაც მალევე მოჰყვა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განმარტება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი თავის განცხადებაში ამბობს, რომ მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს.

დღის ამბები