28 აგვისტო 2026,   20:39
ვრცლად
"სახელმწიფო უნივერსიტეტის" მეტროსადგურში, სადაც 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, სამართალდამცავები და ექსპერტები მუშაობენ

მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც არსებული ცნობით, მამაკაცს ხელი ჰკრეს და ლიანდაგებში ჩააგდეს, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. იქ იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სამართალდამცველებმა კი ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

თვითმხილველი მგზავრები ჰყვებიან, როგორ ჰკრეს 40 წლამდე მამაკაცს ხელი და ის ლიანდაგებში იმ დროს ჩავარდა, როდესაც სადგურში მატარებელი შემოდიოდა.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები