23 ივნისი 2026,   05:49
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 150-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში ომი გრძელდება. "დიფსთეითის" რუკაზე დაყრდნობით უკრაინული მედია იტყობინება, რომ რუსები დონეცკისა და კურსკის ოლქში წინ მიიწევენ და 9 დასახლების მიმართულებით დაწინაურდნენ.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 150-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა კიევის უარს მობილიზაციის ასაკი შემცირდეს 18 წლამდე. მეთიუ მილერის განმარტებით, თუ კიევი საბრძოლველად დამატებით ძალებს გამოიყენებს, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ახალი წვევამდელების აღჭურვისა და მომზადებისთვის მზად იქნებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ გაცვლის ახალგაზრდა ჯარისკაცების სიცოცხლეს უკეთეს იარაღზე.

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერობის კანდიდატს, ფრიდრიხ მერცის შეხვდა.

კონსერვატორების ლიდერმა ოლაფ შოლცი გააკრიტიკა, რომ არ შეუერთდა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების მაგალითს, კიევისთვის უფრო შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების უფლება მიეცა.

დღის ამბები