22 ივნისი 2026,   19:37
ვრცლად
კიევზე დრონებით შეტევისას რუსულმა ძალებმა დაარტყეს სახლს, რომელშიც უკრაინაში ესტონეთის ელჩი ცხოვრობს

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთი სუმის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით და მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხა თავს, დაშავებულია 8 ადამიანი.

უპილოტო თვითმფრინავებით შეტევა იყო ოდესაზეც. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც.

კიევზე დრონებით შეტევისას რუსულმა ძალებმა იმ სახლს დაარტყეს, რომელშიც უკრაინაში ესტონეთის ელჩი ცხოვრობს. მომხდარის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს. შემთხვევის შედეგად ელჩი არ დაზარალებულა.

დღის ამბები