ტრამპის მორიგი პირობაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოში მიმდინარე ომებს დაასრულებს. რესპუბლიკელების კანდიდატმა ამის შესახებ პენსილვანიაში განაცხადა.
მან ასევე პირობა დადო, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ქვეყნის მთავრობაში კორუფციას დაამარცხებს. ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ ბაიდენი და ჰარისი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.