ცხოვრების თანამედროვე რიტმში ყოველი წუთი ოქროს ფასია, მაგრამ სამზარეულოს რუტინული საქმეები ხშირად გვართმევს ძვირფას დროს, რომელიც შეგვეძლო ოჯახთან ერთად გაგვეტარებინა ან პირად ინტერესებზე დაგვეხარჯა. საბედნიეროდ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა პრობლემა გადაჭრა და მოგვიტანა ჭურჭლის სარეცხი მანქანა - მოწყობილობა, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება სამზარეულოს ყოველდღიური საქმეებისადმი.
კომპანია ,,ნოვა" Midea-ს უმაღლესი ხარისხის ჭურჭლის სარეცხი მანქანები არა მხოლოდ ამარტივებს რუტინულ საქმეებს, არამედ თანამედროვე სამზარეულოს ახალ სტანდარტს ქმნის თანამედროვე სამზარეულოსთვის. რატომ უნდა შეარჩიოთ Midea-ს მოდელი?
დიდი ოჯახური შეკრებების შემდეგ, ჭურჭლის ხელით გარეცხვისათვის რამდენიმე საათიც კი შეიძლება იყოს საჭირო. ,,ნოვას” ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც 12-დან 14 პერსონამდე ტევადობისაა, ეფექტურად უმკლავდება როგორც მცირე, ისე დიდი ოჯახების საჭიროებებს. შესაბამისად, ეს მოწყობილობები მნიშვნელოვნად ამცირებენ ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებულ სტრესს.
მაშინ, როცა კონსუმერიზმის პირობებში ეკოლოგიური გამოწვევები ყოველდღიურად მწვავდება, ,,ნოვას” A++ და A+++ კლასის ენერგოეფექტური მოდელები გარემოზე ნაკლებ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. მსგავსი ენერგოეფექტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა ყოველთვიური კომუნალური გადასახადების შემცირებასთან ერთად, მეტად ეკოლოგიური არჩევანიცაა.
,,ნოვას" კატალოგში წარმოდგენილი Midea-ს მოდელების ხმაური 38-დან 49 დეციბელამდეა. ეს საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მანქანა ნებისმიერ დროს, მათ შორის ღამით, ოჯახის წევრების შეწუხების გარეშე. დაბალი ხმაურის დონე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღია დაგეგმარების სახლებში ან მცირე ფართობის ბინებში, სადაც სამზარეულო საძინებლებთან ახლოსაა.
მოდელები გთავაზობთ 4-დან 8-მდე განსხვავებულ რეცხვის რეჟიმს. მათ შორის ინტენსიურ რეჟიმს ძლიერ დაბინძურებული ჭურჭლისთვის, ეკო რეჟიმს წყლისა და ენერგიის დაზოგვისთვის, სწრაფ რეჟიმს მსუბუქად დაბინძურებული ჭურჭლისთვის და სპეციალურ პროგრამებს, მაგალითად, ჭიქების ან თეფშებისათვის. ეს მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ ოპტიმალური რეჟიმი კონკრეტული საჭიროებისთვის.
,,ნოვას” ჭურჭლის სარეცხი მანქანები ხელმისაწვდომია როგორც ჩასაშენებელი, ისე ცალკე მდგომი მოდელების სახით. ფერების არჩევანი მოიცავს კლასიკურ თეთრს, შავსა და თანამედროვე ინოქსს. ეს მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ მოდელი, რომელიც ყველაზე კარგად ერგება თქვენი სამზარეულოს დიზაინს. ტექნიკური მახასიათებლები მოიცავს სამმაგი დუშირების სისტემას ეფექტური რეცხვისთვის, მრავალდონიან თაროებს ოპტიმალური დატვირთვისთვისა და სპეციალურ კალათებს სხვადასხვა ტიპის ჭურჭლისთვის.
გსურთ მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან და ნაკლები - სამზარეულოში? მაშინ ,,ნოვას” თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანები საუკეთესო გადაწყვეტაა!
ეწვიეთ ,,ნოვა"-ს ვებგვერდს ან მაღაზიას დღესვე და აირჩიეთ თქვენთვის იდეალური Midea-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
(R)