გასულ ღამეს, ისრაელის ძალების მიერ ჯაბალიას დევნილთა ბანაკზე განხორციელებულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა.
შეტევები განხორციელდა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ათამდე ადამიანი. კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება.
ახლო აღმოსავლეთში ომს უკვე ემსხვერპლა 40 ათასზე მეტი ადამიანი და დაჭრილია 90 ათასზე მეტი პირი.