უკრაინა კურსკის ოლქს აქტიურად უტევს - რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო თვითმფრინავებისა და რაკეტების ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდა.
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 32 დრონი და "ტოჩკა-უ" ტიპის 4 რაკეტა ჩამოაგდო, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი ჩამოგდებული რაკეტა კურსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ამ დროისთვის, ცნობილია 13 დაშავებულის შესახებ, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
აქტიურად მუშაობს რუსეთის ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა დაკარგეს 1 220 ჯარისკაცი, 6 ტანკი და 58 საარტილერიო სისტემა.
"დღეს რამდენჯერმე ჩამაბარა ანგარიში მთავარსარდალმა სირსკიმ - ფრონტისა და ჩვენი მოქმედებების შესახებ და აგრესორის ტერიტორიაზე ომის გადატანის თაობაზე. მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების ყოველ ქვედანაყოფს, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. უკრაინა ამტკიცებს, რომ მართლაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენა და სწორედ ისეთი ზეწოლის გარანტიას იძლევა, როგორიც საჭიროა - აგრესორზე ზეწოლისა," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.