სროლა იყო ბათუმში - დაჭრილია 3 ადამიანი. ფაქტი კაჩენსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. სამივე დაჭრილი რესტორნის თანამშრომელია, მათგან ორი მიმტანი, ერთი კი სამზარეულოში დასაქმებული გოგოა. არცერთს არ მიუღია მძიმე დაზიანება, მხოლოდ ერთს დასჭირდა მცირე ქირურგიული დახმარება. სავარაუდოდ, მათ ბრმა ტყვია მოხვდათ, სამიზნე კი სხვა იყო.
"კურიერის" ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია, ის თურქეთის მოქალაქეა, რომელიც ჯერ არ დაუკავებიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით აღძრა - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და იარაღის უკანონო ტარება.