10 სექტემბერი 2026,   10:31
ვრცლად
დღეიდან, ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება

დღეიდან, 8 აგვისტოს ჩათვლით, ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება.

შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება.

ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა 3000-მდე კურსდამთავრებულს ექნება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სტაჟირების გასავლელად, რამდენიმე უწყება და ქვე უწყება აირჩიონ.

"პრემიერის ინიციატივით შევიმუშავეთ ანაზღაურებადი სტაჟირების უნიკალური პროგრამა. კონკურსანტებისთვის შეთავაზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა სამინისტრო, მათი საქვეუწყებო დაწესებულებები. მათ შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ რამდენიმე უწყება. პირველი სექტემბრიდან, ოთხი თვის განმავლობაში, 3000-ზე მეტი ახალგაზრდა დაიწყებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას, ადგილზე ეყოლებათ თავიანთი მენტორები, შეძლებისდაგვარად შეეცდებიან ხელი შეუწყონ როგორც გრაფიკში, ასევე სამუშაოს ათვისებაში," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები