კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსის, “იდეადრომის” გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესიონალი მენტორების დახმარებით ინტენსიური გადამზადება გაიარეს. მათ შეისწავლეს - სტარტაპის დახვეწის, განვითარების, მომხმარებლის მოძიებისა და ბაზარზე ადგილის დამკვიდრების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები.
კონკურსის მიზანი ციფრული მედიის სფეროში სტარტაპერების აღმოჩენა და მათი პროდუქტების განვითარების ხელშეწყობაა.