უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია დაიღუპა. მარინკა-ავდიივკას მიმართულებაზე, რუსეთის სარაკეტო იერიშს გუშინ ემსხვერპლა. თენგიზ ჭანიას ცხედრის გამოყვანა შემთხვევის ადგილიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ახლობლების ინფორმაციით, აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალშიც იბრძოდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან ომობდა.