შვედეთი არ ცნობს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე აქვეყნებს.
შვედეთი გმობს რუსეთის განგრძობით მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი აღნიშნულ რეგიონზე, და კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ - წერია განცხადებაში.
ლუკა ჩლაიძე