ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და ძლიერი სოფელი - ფერმერების შრომა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის განვითარებას და გლობალურ ჭრილში, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას. ფერმერების პროფესიული დღის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებას, თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა. აგროსექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.
სახელმწიფოს მიერ, წლების განმავლობაში განხორციელებულმა მხარდაჭერის პროგრამებმა, სასოფლო სამეურნეო სექტორში რეალური საწარმოო შესაძლებლობები შექმნა. როგორც მარცვლეულ კულტურებში, ასევე ხილ-ბოსტნეულისა და სხვა სასურსათო პროდუქციის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სექტორი უფრო პროდუქტიული, ორგანიზებული და ბაზარზე ორიენტირებული ხდება. საბოლოო მიზანიც არა მხოლოდ მიმდინარე საჭიროებებზე რეაგირება, არამედ კონკურენტუნარიანი და სტაბილური აგრესექტორის ჩამოყალიბებაა.
ქართული აგროსექტორის მრავალფეროვანი პროდუქცია ღონისძიების სტუმრებმა, სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში დაათვალიერეს. ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფერმერის დღეზე შეკრებილმა საზოგადოებამ, აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. "ფერმერის დღის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი, აგროსექტორის წარმომადგენლების დაჯილდოება იყო. სპეციალური ჯილდოები იმ ფერმერებს გადაეცათ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
"ფერმერის დღე 2026" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.