დეველოპერული პროექტი, რომელსაც თბილისში პროტესტი მოჰყვა - ცოტა ხნის წინ დასრულდა აქცია თავისუფლების მოედანზე, შეკრებილებმა Eagle Hills-ის მიერ საქართველოში დაგეგმილი პროექტები გააპროტესტეს.
"ალტ ინფოს" მიერ რამდენიმე კვირის წინ დაანონსებულ საპროტესტო გამოსვლაზე აქტივისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი მივიდა.
პარტია "კონსერვატორების" წევრები აქციას სოციალური ქსელებით აანონსებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეწინააღმდეგებიან Eagle Hills-ის მასშტაბურ ინვესტიციას საქართველოში. მათი მოთხოვნაა, გაუქმდეს შეთანხმება ინვესტორთან.