23 ნოემბერი 2026,   18:50
ვრცლად
გერმანიის ასობით სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებები შევიდა

გერმანიის ასობით სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ, ანონიმური შეტყობინებები შევიდა. ელექტრონული წერილები 450-ზე მეტ სასწავლო დაწესებულებას გაეგზავნა.

მუქარა მიიღეს ბერლინის, დრეზდენისა და კიდევ რამდენიმე რეგიონის სასწავლო დაწესებულებებმა.

სკოლების ნაწილში მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეალური საფრთხის ნიშნები არ გამოვლენილა, გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით დაიწყო.

დღესვე ანალოგიური შეტყობინებები დანიის სკოლებშიც დაფიქსირდა.

დღის ამბები