23 ნოემბერი 2026,   15:57
ვრცლად
საყოველთაო გაფიცვის გამო, ბელგიაში ავიარეისები გაუქმდება

საყოველთაო გაფიცვის გამო, ბელგიაში ავიარეისები გაუქმდება - ბრიუსელის აეროპორტმა, 23 ნოემბერს, რეისების მასობრივი გაუქმების შესახებ განაცხადა.

ბელგიის საჰაერო მოძრაობის მართვის პროვაიდერის, Skeyes-ის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი გაფიცვის გამო, 14 საათის განმავლობაში, ფრენების ჩვეულ რეჟიმში განხორციელება შეუძლებელი იქნება.

23 ნოემბერს, ფრენების შეფერხება 07:00-დან 21:00 საათამდეა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ Skeyes-ი საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურებას უწევს ბრიუსელის, ანტვერპენის, შარლერუას, კორტრეიკის, ლიეჟისა და ოსტენდის აეროპორტებს.

მედიის ცნობით, ფრენები მას შემდეგ შეფერხდა, რაც საჰაერო მოძრაობის მართვის დისპეტჩერებმა, პროფკავშირულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ბელგიის მთავრობის მიერ დაგეგმილი ხარჯების შემცირებისა და ეკონომიკური რეფორმების წინააღმდეგ იმართება.

 

დღის ამბები