23 ნოემბერი 2026,   13:19
ვრცლად
მედია: ტრამპი ირანს ემუქრება და აცხადებს, რომ ახალი წლის შემდეგ შესაძლოა საომარი მოქმედებები განახლდეს, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანთან შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ ირანზე სამხედრო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცეს. ამასთან, პრეზიდენტმა თეირანთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს უშედეგო უწოდა.

კვირას, Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, პრეზიდენტმა ირანული მხარე მოლაპარაკებების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ირანი აშშ-ის არჩევნების შემდეგ მტრულ ქმედებებს აგრძელებს.

"ისინი ახლა უფრო აგრესიულად მოქმედებენ, ვიდრე არჩევნებამდე", - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ირანელი მაღალჩინოსნები პროფესიონალურად არიდებენ თავს პირდაპირი პასუხების გაცემას.

"ისინი მუდმივად საუბრობენ - მხოლოდ ამას აკეთებენ - მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა", - დასძინა ტრამპმა.

ირანის მხრიდან აშშ-ის საზღვაო ბლოკადის შესაძლო გარღვევის მცდელობაზე საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ირანის ფლოტის დარჩენილი ნაწილიც ზღვის ფსკერზე აღმოჩნდება.

"ვიმედოვნებ, რომ ისინი შეეცდებიან - შემდეგ კი ისინი ყველანი ზღვის ფსკერზე აღმოჩნდებიან, ისევე როგორც მათი ფლოტის დანარჩენი ნაწილი", - თქვა ტრამპმა.

დღის ამბები