23 ნოემბერი 2026,   12:22
ვრცლად
ინა შარენბახი სუროგაციაზე: ეს მხოლოდ ქალებთან დაკავშირებული საკითხი არ არის - ღრმა ეთიკური საკითხია

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, სუროგაცია აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია და მსგავსი მიდგომები ბევრ სახელმწიფოში დიდი ხანია მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ სუროგაცია აკრძალულია: ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, იტალიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, მალტაში, ლიეტუვასა და სლოვაკეთში. იტალიაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება მათაც, ვინც სუროგაციის გზას სხვა ქვეყანაში მიმართავს.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის, ინა შარენბახის შეფასებით, ქალებთან დაკავშირებული ღრმა ეთიკური საკითხის გარდა, ეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა.

"90-იანი წლების შუა პერიოდიდან, სუროგაციასთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია გვაქვს და მას თანმიმდევრულად ვიცავთ. ეს მხოლოდ ქალებთან დაკავშირებული საკითხი არ არის. ეს ღრმა ეთიკური საკითხია - ის თუ როგორ ვექცევით ადამიანს. სწორედ ამიტომ, ეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა", - აცხადებს ინა შარენბახი.

დღის ამბები