პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებენ.
საპატიმროს დატოვების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
"რომ გამოდიხარ, სამყაროს საერთოდ სხვანაირად აღიქვამ და ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
შვილის საპატიმროდან გამოსვლა ასევე ემოციური იყო გიორგი მინდაძის დედისთვის.
"ემოციას ვერ აღვწერ, ვერც გეტყვით. ორი წელია, გულში არ ჩამიკრავს, ჩემი შვილი", - განაცხადა ნანი წულაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე ადამიანს, მათ შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია.
პენიტენციურ დაწესებულება დატოვა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ყველა მათგანმა ჩადელი დანაშაული აღიარა, მოინანია და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა.