25 ივნისი 2026,   10:01
ვრცლად
თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სარწმუნო მონაცემები ტერაქტთან დაკავშირებით, აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა, თუ ასეთი მონაცემები არ აქვს, მაშინ თეთრ სახლს არ აქვს უფლება, გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსი მარია ზახაროვა, მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თეთრ სახლს არ აქვს უფლება, გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები:

"თეთრი სახლის განცხადებით, ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინა ან უკრაინელები დაკავშირებული არიან ტერაქტთან მოსკოვში. რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სარწმუნო მონაცემები ამასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა. თუ ასეთი მონაცემები არ აქვს, მაშინ თეთრ სახლს არ აქვს უფლება, გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები. როგორც რუსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ტერაქტთან კავშირში მყოფ ყველა პირს კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ,"- აცხადებს ზახაროვა.

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში - "კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. დაშავებულია 115 ადამიანი, ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება.

 

დღის ამბები