მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი საინტერესო შეხვედრა დასრულდა. შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა კანადის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მეორე ნახევრის სტარტი შვეიცარიელებისთვის იდეალური გამოდგა - შეხვედრის 46-ე წუთზე რუბენ ვარგასმა ანგარიში გახსნა. ევროპელებმა უპირატესობა მალევე გაზარდეს, როდესაც 57-ე წუთზე იოჰან მანზამბიმ მეორე გოლი გაიტანა.
კანადის ნაკრებმა თამაშში დაბრუნება სცადა - 76-ე წუთზე პრომის დეივიდმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა კანადელებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და შეხვედრა შვეიცარიის გამარჯვებით დასრულდა.
6 წუთი - რუბენ ვარგასი (1:0)
57 წუთი - იოჰან მანზამბი (2:0)
76 წუთი - პრომის დეივიდი (2:1)