25 ივნისი 2026,   11:08
ვრცლად
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება

დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. თარიღი ბათუმში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. ტარდება საზღვაო აკადემიის კურსანტების ტრადიციული საზეიმო მსვლელობა, ევროპის მოედანზე კი მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-შემეცნებითი სივრცეები იქნება განთავსებული.

საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა - დღეისთვის საქართველოს 21 ათასამდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს. დღესასწაული საღამოს, ოფიციალური მიღებითა და კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები