25 ივნისი 2026,   01:22
ვრცლად
კიბერსივრცეში სიძულვილის ენის გავრცელების შედეგები - სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ათობით საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში

პირი, რომელიც სასამართლოში არ გამოცხადდა პაატა შაქარაშვილია. სოციალური ქსელის არაავთენტური პროფილით მან სიძულვილის ენა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ტატა ხვედელიანის მიმართ გამოიყენა. შეურაცხმყოფელი კომენტარის ავტორის იდენტიფიცირება შსს-ს სოციალურმა დეპარტამენტმა მოახდინა, დღეს კი სასამართლომ მას ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 3000 ლარის გადახდა დააკისრა.

თავად შეურაცხყოფის ადრესატი თავს შეურაცხყოფილად არ თვლის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გინებას და სიძულვილის ენის კამპანიას კრიტიკად აფასებს. ამის მიუხედავად მის მიმართ აგრესიული რიტორიკის ავტორი სასამართლომ დააჯარიმა, რადგან ადმინისტრაციული წარმოების დაწყება თავად შეურაცხყოფის ადრესატის საჩივარს არ საჭიროებს.

სიძულვილის ენის გამო დღეს რუსთავის სასამართლოში დაიბარეს სოლომონ მეტრეველიც. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ პოსტის ქვეშ რომელიც მოსამართლის საქმიანობას ეხებოდა მან მურუსიძე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. ფაქტის მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო და შესაბამისი ოქმი სასამართლოში გადაგზავნა. პროცესი თავად სამართალდამრღვევის თხოვნით პირველი ივლისისთვის გადაიდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა უკვე ათობით საქმეზე მოახდინა რეაგირება, რის საფუძველზეც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ შეურაცხმყოფელი და აგრესიული კომენტარის ავტორები.

დღის ამბები