25 ივნისი 2026,   06:38
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2026 წლის 24 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიდი გრაუსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთობებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

აღინიშნა შვეიცარიის, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის მნიშვნელოვანი როლი.

საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს თავმჯდომარეობის და ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.

მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

დღის ამბები