25 ივნისი 2026,   07:08
ვრცლად
საქართველოს გეოგრაფიულ მნიშვნელობას სხვა ქვეყნებთან ერთად აშშ-ც ხედავს და დამაკავშირებელი გზები მათთვისაც მნიშვნელოვანია, ეს არის საკითხები, რომელზეც საჭიროა სამართლიანი მიდგომით საუბარი - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელობას ვერავინ გვერდს ვერ აუვლის და ეს კიდევ ერთხელ, ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომმა ყველას ანახა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საქართველოს მნიშვნელობას სხვა ქვეყნებთან ერთად აშშ-ც ხედავს და დამაკავშირებელი გზები მათთვისაც მნიშვნელოვანია. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აშშ-ს, სტრატეგიული პარტნიორობის, ეკონომიკური საკითხების, დაკავშირებადობის და ინვესტიციების შესახებ სამართლიანი მიდგომით საუბარს სთავაზობენ.

"რაც შეეხება საქართველოს მნიშვნელობას, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ხანი ცაში იყურებოდა ქალბატონი კოსი და ვერ ამჩნევდა, როგორ უკავშირდება ევროპა აზიას და ეგონა, რომ თავზე რომ გადაგვიფრენდა, ამით მოატყუებდა გეოგრაფიას და ბავშვი, რომ თვალებს დახუჭავს და ჰქონია, რომ მას ვერავინ ვერ ხედავს, ამასაც ასე ეგონა, რომ თვალებს დახუჭავდა, საქართველოს არ შეხედავდა და გეოგრაფია მას ვერ დაინახავდა. მაგრამ გეოგრაფია მას დაეწია და ორი დღის წინ იყო თუ არ ვცდები, როდესაც მან თქვა კიდევაც და გაიხსენა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით.

მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დაიწყო, ყველამ დახედა ფრენების რუკას და დაინახა, რომ ჩრდილოეთით რუსეთში, ომის გამო სიცარიელეა, სამხრეთით სიცარიელეა ახლო აღმოსავლეთში ომის გამო და მთლიანად, ეს მიმოსვლა იყო გადართული სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ საქართველოზე, რომელზეც უდიდესი წილი გადის ამ დაკავშირების. ასე რომ, ამას ვერავინ ვერ გაექცევა და რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს ყველასთვის, მათ შორის, მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის ეს დამაკავშირებელი გზები და სხვა მიმართულებებიც სტრატეგიული პარტნიორობის, ეკონომიკური ურთიერთობის, ინვესტიციების და სხვა ქართული ეკონომიკის მომხიბვლელობიდან გამომდინარე. ეს არის საკითხები, რომელზეც საჭიროა საუბარი, თუ სად არის ეს ინტერესები. ამას ვთავაზობთ ჩვენ, სამართლიანი მიდგომით საუბარს.

ჩვენ რაც ვნახეთ წინა ადმინისტრაციის დროს, ულტიმატუმების ენით საუბარს, ხელების ბრახუნს და მოთხოვნების დაყენებას, რომ ასე უნდა გავაკეთოთ თუ ისე უნდა გავაკეთოთ, ეს იმ დონემდე იყო მისული, რომ ამერიკის ყოფილი ელჩი ერეოდა, ლამის ყველა კანონზე მოკითხვები იყო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რეალურად, რასაც თუნდაც წინა მოწვევის პარლამენტში ვხედავდით იყო, რომ თავისი მხრიდან სახელმწიფოს ზღვარი წაშალეს. აბსოლუტური უპატივცემულობა, ჩარევა ყველა საკითხში. პარლამენტის კომიტეტების კარები ატალახებული იყო, ხან ერთი ელჩი ინტერესდებოდა, ხან მეორე, იქ რას აკეთებთ? აქ რას აკეთებთ? წარმოგიდგენიათ საქართველოს ელჩები დადიოდნენ ლიტვის პარლამენტში, თუ საფრანგეთის პარლამენტში და ანგარიშს სთხოვდნენ პარლამენტის წევრებს?", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები