20 სექტემბერი 2026,   21:58
ვრცლად
კულტურის მინისტრი დმანისის თეატრში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

კულტურის მინისტრი დმანისის თეატრში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

სამუშაოები მერიის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილის სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ დაიწყო. პროექტისთვის სამინისტრომ თითქმის ხუთი მილიონი ლარი გამოყო. 

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება დარბაზს, თეატრის სარგებლობაში არსებულ სივრცეებს და მსახიობების საცხოვრებელ სახლს. ასევე, თეატრის ეზოში ცალკე შენდება სარეპეტიციო და ადმინისტრაციული შენობა. სამუშაოები წელს შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

 

დღის ამბები