21 სექტემბერი 2026,   19:21
ვრცლად
კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს

კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს. 20 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 23 000 ტონამდე ყურძენი.

სახელმწიფო საწარმო კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობისგან ყურძენს 8 ლოკაციაზე იღებს. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში 450 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვება.

წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 000 ტონის ფარგლებშია.

 

დღის ამბები