საჰაერო განგაში უკრაინის არაერთ ოლქში, მათ შორის კიევში, ბალისტიკური რაკეტებისა და "შაჰედის" დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. დაიბომბა ხერსონის, ხარკოვის, ხმელენცკისა და სუმის დასახლებები. არის მსხვერპლი.
"უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმამ ქვეყანას შესაძლოა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დააკარგვინოს" - ამ სიტყვებით გამოვიდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი სენატში მოსმენაზე. უილიამ ბერნსის თქმით, დამატებითი დახმარების გარეშე მიმდინარე წელს უკრაინაში კიდევ უფრო მეტ ავდიივკას ვიხილავთ, რაც მისი აზრით, შეერთებული შტატების უდიდესი ისტორიული შეცდომა იქნება.
რომის პაპის განცხადებას უკრაინის მიერ "თეთრი დროშის" აღმართვის შესახებ ნატოს გენერალური დირექტორი და გერმანიის კანცლერი ეხმიანებიან.
"ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის. ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია, ყველა ჩვენგანისთვის კი საშიში იქნება," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
კრიტიკული იყო რომის პაპის მოწოდების მიმართ ოლაფ შოლციც. ფრანცისცეს მიერ გაკეთებული ამ განცხადების გამო ვატიკანის ელჩი დაიბარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მოსკოვის მერი ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა.
პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც 1954 წელს ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში შესვლის უკანონოდ აღიარებას ითვალისწინებს.