25 ივნისი 2026,   10:03
ვრცლად
რუსული სამხედრო გემები შავ, აზოვისა და ხმელთაშუა ზღვებში - კიევი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

2 მარტის მონაცემებით, რუსეთს შავ ზღვაში ერთი სამხედრო გემი ჰყავს. უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი აზოვის ზღვაშია. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ აღნიშნულ გემებზე სარაკეტო კომპლექსის საბრძოლო საშუალება - გამშვები დანადგარები არ ფიქსირდება.

უკრაინის საზღვაო ძალები ასევე წერს ხმელთაშუა ზღვაში დაფიქსირებულ ორ რუსულ სამხედრო გემზე, რომელთაგანაც ერთი ფრთოსანი რაკეტა "კალიბრის" გადამზიდავია და, ჯამში, 8 რაკეტითაა დატვირთული.

სამხედრო გემების გარდა, 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ აზოვის ზღვაში 20, ხოლო შავ ზღვაში 14 რუსული გადამზიდი გემი დააფიქსირა.

"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის დარღვევას ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემების გამორთვით", - აღნიშნულია უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაში.

დღის ამბები