25 ივნისი 2026,   05:51
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ღამით საჰაერო განგაში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო რამოდენიმე ოლქში გამოცხადდა

ომი გრძელდება უკრაინაში - ღამით საჰაერო განგაში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო რამოდენიმე ოლქში გამოცხადდა. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, დაშავდა 1 ადამიანი.
დაიბომბა დონეცკის ოლქიც. ღამით საჰაერო თავდასხმა განხორციელდა პოლტავას ოლქზეც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის ფრონტზე 79 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა.

საფრანგეთის პრეზიდენტი კი არ გამორიცხავს უკრაინის ტერიტორიაზე საფრანგეთის და დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას.

დღის ამბები