25 ივნისი 2026,   08:13
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს კადრების სერია, სადაც მათი მტკიცებით, ღაზის საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის ქვეშ გამავალი10 კმ-იანი გვირაბია ნაჩვენები

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - თანანმდებობიდან გადადგა პალესტინის პრემიერ-მინისტრი.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს კადრების სერია, სადაც მათი მტკიცებით, ნაჩვენებია 10 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც ღაზაში მდებარე საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის ქვეშ გადიოდა. ამბობენ, რომ გვირაბებში აღმოაჩინეს საბრძოლო მასალის სამალავები და მებრძოლების ცხედრები.

ისრაელის არმიამ ასევე გაავრცელა "ჰეზბოლას" წევრ ნასერის ქვედანაყოფზე თავდასხმის ვიდეო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ღაზაში 6 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან დაიწყება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით კი, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია.

არაბული მედიის ცნობით, ზავის ფარგლებში ისრაელმა საკუთარი ძალები უნდა გაიყვანოს ანკლავის ხალხმრავალი ნაწილებიდან.

დღის ამბები