25 ივნისი 2026,   13:41
ვრცლად
ჩვენთვის ახლა საკვანძო საკითხი ამერიკული მხარდაჭერის შენარჩუნებაა, უკრაინა და ჩვენი მებრძოლები ძალიან ელიან მხარდაჭერის პაკეტზე დადებით კენჭისყრას - ზელენსკი

ჩვენთვის ახლა საკვანძო საკითხი ამერიკული მხარდაჭერის შენარჩუნებაა. უკრაინა და ჩვენი მებრძოლები ძალიან ელიან მხარდაჭერის პაკეტზე დადებით კენჭისყრას. მადლობა ყველას, ვისაც ესმის, რამდენი რამეა ერთ კენჭისყრაზე დამოკიდებული,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკული პატრიოტი რუსული ტერორისგან ადამიანებუს სიცოცხლის ყველაზე საიმედო დაცვაა და ყოველი პატრიოტ სისტემა არამხოლოდ ათასობით სიცოცხლეს იცავს, არამედ ქალაქებს მუშაობის საშუალებას აძლევს.

"უკრაინას მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობა უნდა დაუმატოთ და ამისთვის, საჰაერო თავდაცვის საკითხი საკვანძოა,"- განაცხადა ზელენსკიმ.

 

დღის ამბები