უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს, სუმს, დნეპროპეტროვსკს და პოლტავას დაარტყეს. არის მსხვერპლი. დაშავებულია ათობით ადამიანი. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო და სამძებრო ოპერაციები.
300 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა უკრაინამ რუსეთის მიმართულებით. ხანძარი გაჩნდა კრასნოდარის მხარეში, ნავთობბაზის ტერიტორიაზე. ამ ფონზე, რუსეთის 20 რეგიონში შეზღუდვებით იყიდება ბენზინი.