25 ივნისი 2026,   18:27
ვრცლად
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

სამუშაო პროცესის მთავარ მიზანს 2027-2030 წლების გეგმებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა წარმოადგენდა.

სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა გამოთქმული მოსაზრებები და დასახა შემდგომი ნაბიჯები დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ფორმირებისთვის. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი ფორმატის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სტრატეგიული მიზნების ეფექტურ რეალიზაციას. სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებასა და არსებულ გამოწვევებზე დროულ რეაგირებას.

დოკუმენტის პროექტის მომზადების პროცესში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები