25 ივნისი 2026,   20:43
ვრცლად
"ჯორჯიან ეარვეისმა" თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი რეისი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.

ავიაკომპანია რეისებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება.

ახალი მარშრუტის გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ღონისძიება გაიმართა.

დღის ამბები