""ისრაელის არმიის შეტევა რაფაჰზე ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება"" - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ანალენა ბერბოკის თქმით, 1.3 მილიონი ადამიანი ცდილობს, დაემალოს საბრძოლო მოქმედებებს შეზღუდულ სივრცეში.
"ისრაელის არმიის შეტევა რაფაჰზე ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება. ღაზაში ხალხი ჰაერში ვერ გაქრება", - წერს ანალინა ბერბოკი მიკრობლოგში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი "ჰამასის" ტერორისგან, მაგრამ ამავდროულად აღნიშნა, რომ "ისრაელმა მაქსიმალურად უნდა შეამციროს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა".