2024 წლის იანვარში, გლობალური საშუალო ტემპერატურა 1.6° იყო, რაც ნიშნავს, რომ, ბოლო 12 თვის განმავლობაში, პლანეტამ 1.5°-იანი ნიშნული დაარღვია. 2024 წლის იანვარი იყო ყველაზე თბილი გასულ წლებთან შედარებით, - ინფორმაციას BBC ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"კოპერნიკის" მოხსენების მიხედვით, ზედაპირული ჰაერის საშუალო ტემპერატურა 13.1°იყო 2024 წლის იანვარში, რაც 0.7°-ით აღემატება 1991-2020 წლის იანვრის საშუალო მაჩვენებელს. ეს ასევე 0.12°-ით მეტია 2020 წლის ყველაზე თბილი იანვრის ტემპერატურაზე.
"კოპერნიკის" მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის იანვარი 1.66°-ით უფრო თბილი იყო, ვიდრე იანვრის საშუალო მაჩვენებელი 1850-1900 წლებში. ორგანიზაციის ცნობითვე, გლობალური საშუალო ტემპერატურა ბოლო 12 თვის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზეა და 0.64°-ით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე. გრძელვადიანი დათბობის ტენდენცია ადამიანის საქმიანობით არის განპირობებული.