პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს "დემეს" წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია "დემეს" წარმომადგენელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა, ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.