ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეწვია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად, ჰადას მეიცადი დაესწრო ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში.
ტურნირი - სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ისრაელელ და ქართველ გმირთა ხსოვნას მიეძღვნა. ასევე, ელჩი შეხვდა N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ისაუბრა ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების სირთულეებსა და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე.
დიპლომატი დაესწრო ღონისძიებასაც სამუსიკო სკოლაში, სადაც მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ქართულ-ებრაული სიმღერები შეასრულეს.
"ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით კი წელს, მოგეხსენებათ რაც ხდება დღეს ისრაელში, ჩვენ ვართ ომში, რომელიც ბარბაროსულად დაიწყო. ჩვენ ვიბრძვით ამ ომში არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ კაცობრიობისთვის. ჩვენი ბრძოლა არის, ბრძოლა ჰუმანიზმისა ტერორის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ "ჰამასი" არის კარგად შეიარაღებული და ჩვენ დაგვჭირდება დრო გამარჯვებისათვის", - ჰადას მეიცადი.