24 სექტემბერი 2026,   02:19
ვრცლად
"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რეალურად შეიძლება მომავალში რაღაც ოპოზიციური ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა გამორიცხვით ვერაფერს გამორიცხავ" - ზვიად შალამბერიძე

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რეალურად შეიძლება მომავალში რაღაც ოპოზიციური ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც გახარია წავიდა პრემიერობიდან და დატოვა პრემიერის პოსტი, მან შექმნა ახალი პარტია და, შესაბამისად, ჩაერთო არჩევნებში და რეალურად დღევანდელ დღეს ესენი არიან წარმოდგენილი პარლამენტში," - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

თუმცა, ზვიად შალამბერიძის თქმით, გამორიცხულია არაფერია და შესაძლებელია მომავალში ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციური პარტია შექმნას.

"საბოლოოდ, რა თქმა უნდა, რთულია თქვა, რომ რაიმე გამორიცხო, ხომ? - იმიტომ, რომ შეიძლება გავიდეს რაღაც წლები და ის ჯგუფი, ის გუნდი, რომელიც შეიძლება შენს წიაღში, იგივე გახარიასთან ვინც არიან, ძირითადად, ახლა გადახედეთ მათ სიას, ძირითადი ნაწილი არიან ის ადამიანები, რომლებიც "ქართული ოცნების" წიაღიდან წამოვიდნენ. როგორც პარლამენტში ახლა ვინც არიან, ისევე რეგიონებში. ის ადამიანები, ვინც საკრებულოებში იყვნენ ჩვენი სიით, ზოგიერთი მათგანი არის ახლა დღევანდელ დღეს გახარიას სიით.

ასე რომ, გამორიცხვით ვერაფერს ვერ გამორიცხავ, თუმცა, რამდენად იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის პოპულარული ის გუნდი, რომელიც ყოფილმა პრემიერმა შეიძლება წარადგინოს, ეს უკვე მეორე თემაა," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები