13 ნოემბერი 2026,   16:21
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა - შუამდგომლობა პლენუმმა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა უკვე სამი საათია გრძელდება. სხდომა დღესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მოსამართლეების შეკითხვებს "ნაციონალური მოძრაობა" პასუხობს.

მანამდე პარტიამ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც პლენუმმა არ დააკმაყოფილა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, აცილების მოთხოვნა ეფუძნებოდა სხდომაზე მოსამართლის შეფასებებსა და რეაქციებს, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე უარყოფითი დამოკიდებულება უკვე ჩამოყალიბებული აქვს.

"ვითხოვთ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებას წინამდებარე საქმის განხილვისგან. მოთხოვნა ეფუძნებ, სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოთქმული შეფასებებისა და მოპასუხის პასუხზე, მისი რეაქციის ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე. აუცილებელი არ არის, მოსამართლის პირადი მტრობის ან საქმის შედეგით პირადი დაინტერესების დამტკიცება. მითითებული ნორმა დამოუკიდებელ საფუძვლად ითვალისწინებს სხვა გარემოებების არსებობასაც, რომელიც მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვს იწვევს", - განაცხადა ანა წითლიძემ.

დღის ამბები