"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობის დაყენებას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა.
უმრავლესობის წევრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აცილების საკითხი ექსკლუზიურად სასამართლოს პრეროგატივაა, მოთხოვნა იმის გამო, რომ მოსამართლემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ციტატები მოიყვანა, "ახალი სიტყვაა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმისწარმოებაში".
"რა თქმა უნდა, ეს ექსკლუზიურად სასამართლოს გადასაწყვეტია აცილების თაობაზე, მაგრამ ასეთი რამის მითითება, რომ როდესაც მხარე ამბობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს მე არ ვეთანხმები (ეს მათი სიტყვებია), როდესაც საუბრობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს არ უთქვამს და მოსამართლე ციტირებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რაიმე საკითხს და ამის გამო, აცილებას ითხოვენ ანუ, კითხვის დასმის გამო, მოსამართლის აცილებას ითხოვენ, ეს ახალი სიტყვაა ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოებაში და ესეც ისტორიული პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.