13 ნოემბერი 2026,   16:24
ვრცლად
წითლიძე, გვარამია, ბიბილეიშვილი, ყველანაირად არიან ჩიხში შეყვანილი, ვინაიდან რაც ჩადენილია, რეალურია და ამის გამართლება და არგუმენტი არ არსებობს, სააკაშვილს უნდა, რომ ამის არგუმენტი არსებობდეს - გიორგი ვოლსკი

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გამოსვლით უკმაყოფილოა მიხეილ სააკაშვილი. მსჯავრდებული თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიებისგანო. თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!" - წერს სააკაშვილი. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენლები ჩიხში არიან მოქცეულნი, რადგან, მისი შეფასებით, წარსულში ჩადენილის გამართლება შეუძლებელია.  

"წითლიძე, გვარამია, ბიბილეიშვილი, ესენი ყველანაირად არიან ჩიხში შეყვანილი, ვინაიდან რაც ჩადენილია, რეალურია და ამის გამართლება და არგუმენტი არ არსებობს. სააკაშვილს უნდა, რომ ამის არგუმენტი არსებობდეს, პირველი რაც თვითონ თქვა და არა მარტო თვითონ, იქ ბარამიძეც აყვნენ და სხვებიც, რომ დანაშაული რაც იქნა ჩადენილი და რასაც სისტემურს უწოდებს იგივე სტრასბურგი, იყო საჭირო და ის საბოტაჟი, რასაც დღეს ეწევიან, არის საჭირო ვითომ და მაღალი საერთაშორისო ინტერესების დასაცავად. სხვა არგუმენტი არ გააჩნია არავის. ვის საყვედურობს და ვის არ საყვედურობს, ეს რასაკვირველია სააკაშვილის გემოვნებაზეა დამოკიდებული", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები