23 სექტემბერი 2026,   01:58
ვრცლად
ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა რუსეთთან და აშშ-სთან სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის მონაწილეობით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.

"ნებისმიერ დროს მზად ვარ, ვფიქრობ, ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ" - განაცხადა ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა "პოზიტიურად და პროდუქტიულად" შეაფასა და აღნიშნა, რომ ლიდერებმა განიხილეს "დეესკალაციის პოტენციური ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლია დიპლომატიისკენ გზა გახსნას".

ზელენსკის თქმით, მათ ასევე განიხილეს რუსეთთან შესაძლო "ენერგეტიკული ზავი", რომლის ფარგლებშიც მხარეები ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ დაესხმებოდნენ თავს.

"რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება იქნება სიგნალი იმისა, რომ ისინი მზად არიან წინსვლისთვის" - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპისგან ვერ მიიღო "კონკრეტული პასუხი" კითხვაზე, მიაწვდიდა თუ არა აშშ უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, თუმცა აღნიშნა, რომ განწყობა "პოზიტიური" იყო და მისი გუნდი ამ საკითხზე იმუშავებდა. 

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება ლიცენზიები "პატრიოტის" (Patriot) სარაკეტო სისტემების საწარმოებლად და რომ მან ტრამპს ამ პროცესის ხელშეწყობა სთხოვა.

დღის ამბები