გუდაურში 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია. სნოუპარკის არეალში ბიგელის ტიპის ორი საბაგიროს კონსტრუქციები მონტაჟდება.
დასკვნით ეტაპზეა 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩის ინსტალაცია, ხოლო "სოლიკოსა" და "კიკილოს" ტრასებზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ეწყობა.
პროექტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტო" ახორციელებს და მისი საერთო ღირებულება 31 მილიონი ლარია.