23 სექტემბერი 2026,   01:31
ვრცლად
ტრამპი აცხადებს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ზელენსკისთან შეხვედრისას, მას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების შესახებ ესაუბრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდება.

რუსეთთან ომის დასრულების საკითხზე საუბრისას ტრამპი აღნიშნავს, რომ ზელენსკისთან ამაზე "ბევრს საუბრობს" და ასევე კომუნიკაცია აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

ტრამპის თქმით, ზელენსკისთან საუბარი ასევე შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს, მისი შეფასებით, ამ ქმედებებმა ქვეყანას "სერიოზული ზიანი" მიაყენა, თუმცა ამავდროულად "სერიოზული გავლენა იქონია დიზელის საწვავის ფასზეც".

დღის ამბები