ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები იწყება. ახალი გეგმა, თბილისის მერმა, მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ციხის ძირითადი სადგურების საყრდენების რეაბილიტაციას, ისე - შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობასა და მოწესრიგებას. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 5,5 მლნ ლარია.
სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივნისისთვის იგეგმება.