24 სექტემბერი 2026,   21:18
ვრცლად
განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მშობლებს შეხვდნენ

განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მშობლებს შეხვდნენ.

ისაუბრეს შენობის მდგომარეობაზე, სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და ჩასატარებელ სამუშაოებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მშობლებს პოზიციების დაფიქსირებისა და დასმულ შეკითხვებზე პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

დღეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში სამუშაოები ჩატარდება, რის მერეც, სასწავლო წელი იმავე შენობაში დასრულდება.

დღის ამბები